კოპმანიის შესახებ

„Lions Quest“-ი არის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხო სასკოლო და საკლასო გარემოს შექმნას. პროგრამა აერთიანებს სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას: უნარ-ჩვევები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის (4-5 წლის ბავშვებისთვის), უნარ-ჩვევები მოზარდებისთვის (10-14 წლის მოზარდებისთვის), უნარ-ჩვევები ახალგაზრდებისათვის (15-20 წლის ახალგაზრდებისთვის).

პროგრამაში უმთავრესი ადგილი ეთმობა ახალგაზრდების სოციალურ და ემოციურ განვითარებას, ძირითადი სასიცოცხლო უნარ-ჩვევების დაუფლებას, ძალადობის, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციას.

პროგრამის საშუალებით, ახალგაზრდები ეცნობიან სამოქალაქო ფასეულობებს და აცნობიერებენ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის მნიშვნელობას.

პროგრამა აერთიანებს ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას ერთი მიზნის გარშემო – აღზარდონ უნარიანი, ჯანსაღი და ძლიერი ხასიათის მქონე ახალგაზრდები.

„Lions Quest“- ის პროგრამები შექმნილია” „Lions Club International“ – ის ინტელექტუალური და ფინანსური მხარდაჭერით.
„Lions Club International”-ი არის მსოფლიოს უდიდესი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავს 1.4 მილიონი წევრი მსოფლიოს 193 ქვეყანაში.

„Lions Club International“-ის წევრები ემსახურებიან ადამიანებს ყველგან, სადაც რაიმე კატასტროფა ხდება, ეხმარებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ცხოვრებისეული სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევაში. ცდილობენ, უზრუნველყონ ბავშვებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი სასწავლო გარემო.

Lion – ინგლისურ ენაზე ნიშნავს ლომს. ორგანიზაციის ლოგოზეც ლომია აქვს გამოსახული, თუმცა ეს სიტყვა წარმოადგენს აბრევიატურას, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება:

L – Liberty – თავისუფლება
I – Inteligence- განათლება
O – Our -ჩვენი
N–National – სახელმწიფოებრივი
S – Security -უსაფრთხოებისთვის

პროგრამის ხელმისაწვდომობა:

პროგრამა ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პედაგოგებისთვის, რომელთაც გავლილი აქვთ ტრენინგი. მასწავლებლები ტრენინგზე გაიაზრებენ, თუ როგორ უნდა დაგეგმონ და გამოიყენონ „უნარ-ჩვევები მოზარდებისათვის“ პროგრამით გათვალისწინებული თემატიკა გაკვეთილებზე. „Lions Quest“-ის ტრენერებისა და სახელმძღვანელოს დახმარებით, მონაწილეები შეძლებენ მიაღწიონ პროგრამის ძირითად მიზანს – განუვითარონ ახალგაზრდებს პასუხისმგებლობის გრძნობა და გამოუმუშაონ მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებები, რათა შემდგომში დაეხმარონ სხვებს და შექმნან მშვიდობიანი თანაარსებობის გარემო.

სერვისები

  • „ლაიანს ქუესტის“ პროგრამის ფარგლებში პედაგოგთა პროფესიული განვითარების ორდღიანი ტრენინგის ჩატარება;
  • პედაგოგებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით სემინარების, მასტერკლასების და ღია გაკვეთილების ჩატარება.
  • „ლაიანს ქუესტ“- ის ფარგლებში საერთაშორისო დონეზე მიმდინარე ცვლლებების, სემინარების, პროექტების განხორციელება.
  • მოსწავლეებთან პროექტულ სწავლების სამუშაო შეხვედრების ჩატარება.
  • ტრენინგის მონაწილეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.
ცხოვრებისეული უნარ - ჩვევები მოზარდებისთვის. „ლაიანს ქუესტ“-ის პროგრამის ფარგლებში ინგლისურიდან ითარგმნა სახელმძღვანელოების კრებული:  „უნარ-ჩვევები მოზარდებისთვის“ (მე-4 გამოცემა). შემდგომ მოხდა თარგმნილი სახელმძღვანელოების ადაპტირება ქართულ კულტურასთან და საგანმანათლებლო საჭიროებებთან. საერთაშორისო ტრენერის -  მარიან იონსონის მიერ მომზადდა ორი ადგილობრივი ტრენერი. ქ. ქუთაისში გადამზადდა  320 მასწავლებლი, 10 000 მოსწავლე გაეცნო პროგრამას. თბილისში ტრენინგი  500 მასწავლებელმა გაიარა, 20000 მოსწავლე გაეცნო პროგრამას.
სახელმძღვანელო „ეს თქვენი არჩევანია“, განკუთვნილია პედაგოგებისთვის, რათა მათ შეძლონ, პროგრამით გათვალისწინებული ღირებულებები და უნარ-ჩვევები განუვითარონ 10-14 წლის მოზარდებს. იგი წარმოადგენს ინგლისური სახელმძღვანელოს „უნარ-ჩვევები მოზარდებისათვის“ მეოთხე გამოცემის ქართულად ადაპტირებულ ვერსიას. სახელმძღვანელოში უმთავრესი ადგილი ეთმობა ახალგაზრდების სოციალურ და ემოციურ განვითარებას, ძირითადი სასიცოცხლო უნარ-ჩვევების დაუფლებას, ძალადობის, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციას.

ჩვენი პარტნიორები