ტრეინინგები

  • „ლაიანს ქუესტის“ პროგრამის ფარგლებში პედაგოგთა პროფესიული განვითარების ორდღიანი ტრენინგის ჩატარება;
  • პედაგოგებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით სემინარების, მასტერკლასების და ღია გაკვეთილების ჩატარება.
  • „ლაიანს ქუესტ“- ის ფარგლებში საერთაშორისო დონეზე მიმდინარე ცვლლებების, სემინარების, პროექტების განხორციელება.
  • მოსწავლეებთან პროექტულ სწავლების სამუშაო შეხვედრების ჩატარება.
  • ტრენინგის მონაწილეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.

 ვინ შეიძლება ისარგებლოს „Lions Quest“-ის პროგრამით?

  • საქართველოში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის, საბავშვო ბაღის) პედაგოგი, ასევე მასწავლებლობის მაძიებელი;
  • სკოლის ადმინისტრაციის წევრი.

პროგრამის ხელმისაწვდომობა:

  • პროგრამა ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პედაგოგებისთვის, რომელთაც გაიარეს ტრენინგი. მასწავლებლები ტრენინგზე გაიაზრებენ, თუ როგორ უნდა დაგეგმონ და გამოიყენონ  „უნარ-ჩვევები მოზარდებისათვის“ პროგრამით გათვალისწინებული თემატიკა გაკვეთილებზე.
  • „Lions Quest“-ის ტრენერებისა და სახელმძღვანელოს დახმარებით, მონაწილეები შეძლებენ მიაღწიონ პროგრამის ძირითად მიზანს – განუვითარონ ახალგაზრდებს პასუხისმგებლობის გრძნობა და გამოუმუშაონ მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებები, რათა შემდგომ დაეხმარონ სხვებს და შექმნან მშვიდობიანი თანაარსებობის გარემო.