სახელმძღვანელოები

სახელმძღვანელო „ეს თქვენი არჩევანია“, განკუთვნილია პედაგოგებისთვის, რათა მათ შეძლონ, პროგრამით გათვალისწინებული ღირებულებები და უნარ-ჩვევები განუვითარონ 10-14 წლის მოზარდებს. იგი წარმოადგენს ინგლისური სახელმძღვანელოს „უნარ-ჩვევები მოზარდებისათვის“ მეოთხე გამოცემის ქართულად ადაპტირებულ ვერსიას.

სახელმძღვანელოში უმთავრესი ადგილი ეთმობა ახალგაზრდების სოციალურ და ემოციურ განვითარებას, ძირითადი სასიცოცხლო უნარ-ჩვევების დაუფლებას, ძალადობის, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციას.